საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღთქმა დადო, რომ ხანძრისგან ნაწილობრივ დამწვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.
მეხანძრეებმა შეძლეს გადაერჩინათ 850 წლის ნოტრ-დამის მთავარი ქვის სტრუქტურა, მათ შორის მისი ორი კოშკი, მაგრამ შპილა და ჭერი ცეცხლმა შთანთქა. ხანძართან რამდენიმესაათიანი ბრძოლისას სერიოზული დაზიანებები მიიღეს მეხანძრეებმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მაგრამ ოფიციოზის განცხადებით, ის შესაძლოა ტაძრის რეკონსტრუქციის მიმდინარე სამუშაოებს გამოეწვია. მომხდარს პარიზის პროკურატურა იძიებს.
ორშაბათ ღამით შემთხვევის ადგილას მისულმა მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძრის მთავარი სტრუქტურის გადარჩენით „ყველაზე უარესი რამ იქნა თავიდან აცილებული“. პრეზიდენტმა პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის რეკონსტრუქციისთვის თანხების მობილიზაციის საერთაშორისო სქემის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ ყველა ერთად აღვადგენთ ტაძარს და ის უდავოდ ნაწილია ფრანგული ბედისწერის და პროექტი ჩვენ მომავალ წლებში გვექნება. ეს არის ის, რასაც ფრანგები მოელიან და ეს არის ის, რასაც ჩვენი ისტორია იმსახურებს“, განაცხადა მაკრონმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.