ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
N20 ბ და გ კორპუსებთან მოეწყო გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ დასახლებაში დავასრულეთ, სადაც გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელიც მოვაწყეთ. ამ მისამართზე, ძირითადად, დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. ვცდილობთ, ყველა ასეთ დასახლებაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 193 226 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.