პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობის დაწყებას ითხოვს.
მაჩალიკაშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა პარლამენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მალევე დატოვა.
„აქ პირდაპირ იყო მოსული ის არაადამიანი, მხეცი გომელაური და ათასი ტყუილები ილაპარაკა, აქედან წავიდა. ამის გამო არ ვქმნით ჩვენ საგამოძიებო კომისიას. შექმნიან, ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რომ რატომ ვდგავარ მე უკვე 9 თვე. ამ ყველა სისასტიკის ქვეშ რატომ ვდგავარ და რატომ ვითხოვ. მე იმიტომ ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში. მე იმას ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ეს ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში, ამას ველოდები და ამას გავაკეთებ მე", განუცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.