ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის - Street Workout-ის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს.
სპორტული მოედნების - ე.წ. ფიტნეს ზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან სრულდება.
რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებს (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.
მსგავსი მოედანი ასევე, წყნეთში ეწყობა, ახლო მომავალში კი კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ემ ემ“-ი აწარმოებს.
აღნიშნული ტრენაჟორების გარდა, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში ხუთი ფიტნეს ზონა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.