ბულგარეთის პრემიერ მინისტრი: საქართველო გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე
16-04-2019, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე. ის ასევე არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი, განაცხადა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

„დღეს მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს - საქართველოს პრემიერ მინისტრი ყოფილი მორაგბეა და ამდენად, დღეს ცოტა სპორტზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მიღწევები დამსახურებით უნდა შეფასდეს. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით მოკლევადიან პერიოდში წარმადობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევა და ევროპაში ბალკანეთსა და კავკასიაში საქართველოს შორის გაზრდილი საზღვაო მიმოსვლა. ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს ვარნასა და ბურგასის პორტების წარმადობა, გააძლიეროს ბულგარეთის ჩქაროსნული გზატკეცილები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ სახის პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან სურვილი მაქვს, უცხო ქვეყნის დელეგაციების სტუმრობის შედეგად ახალი კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ. საქართველოსთან ყოველთვის აქტუალური იყო საბორნე ტრანსპორტის მიმართულების განვითარება, მაგრამ ახლა პრაგმატული შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

 

 

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს დამსახურების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპის სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის ციფრული კავშირ-ურთიერთობების დამყარებას, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ოპტიკური კაბელის გამოყენებით კომუნიკაციას. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაპირებთ ამ პროექტის დაწყებას და ახალი კაბელის ჩადებას შავი ზღვის აუზში. ამით კავკასიის მთელს რეგიონს შეეძლება ევროპაში არსებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საქართველოს შეუძლია სრულად დაეყრდნოს ჩვენს დახმარებას ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიერ ამ აქტივის გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

 

 

ასევე დიდ შესაძლებლობებს ვხედავ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალში. საქართველოს ჰიდრორესურსების ჭარბი რაოდენობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენს მესამე ინოვაციურ პროექტს. ამგვარი პროექტის განხორციელება ამჟამად განიხილება ნორვეგიისა და გერმანიის მიერ. ჩვენ ვისაუბრეთ ამგვარი პროექტის დაფინანსების შესახებ და ვფიქრობ ვაჭრობის სფეროში ამჟამინდელმა 10-12-პროცენტიანმა ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იმატოს ასეთი გააქტიურებული კავშირ-ურთიერთობებით.

 

 

და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბულგარეთსა და საქართველოს აერთიანებს - ორივე ერი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ.

 

 

ძვირფასო კოლეგავ, იმედი მაქვს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ შევხვდებით, რომ ხელი მოვაწეროთ დღეს განხილული პროექტების თაობაზე შეთანხმებებს", განაცხადა ბოიკო ბორისოვმა, როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი