ნინო ბურჯანაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე: განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლი იწვოდა
16-04-2019, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარიზში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

 

ნინო ბურჯანაძე ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ყველა შედევრი აღდგება.

 

 

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა. სულისშემძვრელი სანახავი იყო, თუ როგორ ლოცულობდა ფრანგი ხალხი ტაძრის გადასარჩენად.

 

 

სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს, რომლებიც მართლა დიდი განსაცდელის წინაშე დგანან. ძნელია, გულგრილი დარჩე მომხდარის მიმართ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის და მსოფლიო კულტურის შეუფასებელი განძი და სრულიად ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო. ხანძრის ყურებისას, განცდა მქონდა, რომ ჩემი სახლის ნაწილი იწვოდა.

 

 

იმედს ვიტოვებ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ყველა შედევრი და რელიქვია, უნიკალური ქანდაკებები და კარიბჭე გადარჩება და თავის სიდიადეს შეინარჩუნებს“, ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

 

 

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი