სამგორის რაიონში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება
16-04-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება.

 

 

ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

 

 

მიმდინარე საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.

 

 

„სამგორის რაიონში არაერთი ქუჩა გვაქვს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწყობილა. გამგეობისთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. ქიზიყის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ მოწესრიგებულა. ამჟამად, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარს ვაგებთ. ასევე, ვაწესრიგებთ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ მონაკვეთებს. სამგორის გამგეობა ორხევში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვა მისამართებზეც ახორციელებს - მალე დასრულდება სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარი უკვე დავაგეთ კაკაბაძის ქუჩაზე“, განაცხადა კახა გულედანმა.

 

 

პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი