მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის, აცხადებს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც მიიჩნევს, რომ „ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო პირდაპირ და მკვეთრი გაკრიტიკება პროექტისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია სამართლიანად ვაკრიტიკებთ, წარმოუდგენელია".
„თუ ამას კობახიძემ ახლა თვალი არ უნდა გაუსწოროს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, ვინც ეს პროექტი დაუწერა, ეს უკვე მათი პრობლემაა. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისეთი დაბალი ნდობა აქვს, რომ რეკომენდაციაც კი არის გადმოცემული, რომ ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ეს მანდატი ახალმა პარლამენტმა აიღოს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ნდობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს, არამედ იმას, რომ ნდობა ამ პარლამენტსაც არ აქვს.
ამაზე უფრო პირდაპირ ალიყური მართლაც ძნელად წარმოუდგენელია. პირდაპირ კრიტიკაა, ინტერესთა კონფლიქტი, რაზეც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება კანონპროექტში ასე დაიწეროს, რომ საკუთარი თავის ნომინირების უფლება საბჭოს წევრებს ჰქონდეთ.
როცა ვეუბნებოდით, რომ გამოცდა ეს ხელოვნურად შემოღებული ბარიერია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10-კაციანი სიის მაგვარი სია შესთავაზოს ისევ პარლამენტს. იუსტიციის საბჭო რასაც აპირებდა ყველაფერ ამაზე არის ვენეციის კომისიის ძალიან პირდაპირი, ნეგატიური, კრიტიკული პასუხი. პარლამენტის მიმართ უნდობლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა, პროცესის გაკრიტიკება და კრიტერიუმების გაკრიტიკება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი არაფრად არ ვარგა. ამიტომ, არამხოლოდ ეს რეკომენდაცია უნდა გაიზიაროს, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და გამოცდების საკითხს ეხება, არამედ ის რეკომენდაციაც უნდა გაიზიაროს, რომ ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე არ აირჩიოს. ახალ პარლამენტს, რომელსაც მოსახლეობის ახალი მანდატი ექნება და ახალი იუსტიციის საბჭო ეყოლება, სწორედ მაშინ მოხდეს უზენაესი სასამართლოს საბოლოო დაკომპლექტება. იქამდე, რომ სასამართლოს პრობლემა არ შეექმნას შეიძლება რამოდენიმე მოსამართლე შეირჩეს“, აცხადებს ბესელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.