ნინოწმინდაში ქართული ენის დღე აღინიშნა
16-04-2019, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დედაენის დღე აღინიშნა. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

 


„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის ვ. ჰოვსეფიანის სახელობისა და განძის #1 და # 2 საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გამართული ღონისძიებები სასწავლო, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და ამავდროულად, მრავალფეროვანი პროგრამისგან შედგებოდა.

 

 

სკოლები საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ. მხატვრული და მრავალფეროვანი იყო მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც მათ წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ტრადიციული ცეკვები.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სკოლები ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 


დასასრულს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ჟორა სნხჩიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს აღნიშნული ღონისძიების გამართვისთვის – ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენისთვის", ნათქვამია ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი