გიორგი მარგველაშვილმა ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია, - ასე ხსნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო პაკეტისათვის ვეტოს დადების შესახებ.
როგორც მეჭიაური აცხადებს, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
"პრეზიდენტისგან ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, თუნდაც ერთი, რომელიც ვეტოს დადების საფუძველს იძლეოდა, გარდა იმისა, რომ მან ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია. კომერციული ბანკების ასოციაციამ ჩვენს მიერ მიღებულ კანონს ცალსახად დაუჭირა მხარი. მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია. პრეზიდენტს ჰყავს თავისი არასამთავრობოები, რამდენიმე ბიზნეს წრე, რომლებიც ვის წარმოადგენენ, ხალხის რომელ ფენას, არავინ იცის, ან თვითონ რომელ ამომრჩეველს ეყრდნობა, ეგეც გაურკვეველია. ვინც ის აირჩია, ის ხალხი მიატოვა ", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონდმებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.