პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია.
როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, დასკვნაში ყველა ძირითადი საკითხი დადებითად არის შეფასებული.
„რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და შესაბამისად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მესმის, ახლა უჭირთ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორონ, თუმცა ეს ის ძირითადი საკითხებია, რა საკითხებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს საკითხები სრულ შესაბამისობაში იყო ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან, რაც მთლიანობაში, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა“, აცხადებს ოხანაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.