საქართველოს პრემიერ მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16-04-2019, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

 

პრეზიდენტმა რადევმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი ბულგარეთისთვის პრიორიტეტულია და ქვეყანა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც შავი ზღვის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.

 


პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფაში. მხარეებმა ისაუბრეს პოტენციურ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

 

 

ყურადღება გამახვილდა საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე, რაც საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირებს განამტკიცებს.

 

 

ბულგარეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ახალი ციფრული დერეფნის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს.

 

 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს. ქართულმა მხარემ ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე - ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ რუმენ რადევს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღების 140 წლის იუბილეც მიულოცა, რომელსაც რესპუბლიკა 16 აპრილს ზეიმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი