უწყებათშორისო კოორდინაციისა და შეიარაღებული ძალების კრიზისული რეაგირების სისტემების დახვეწის მიზნით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,ეგრისი 2019’’ მიმდინარეობს.
დღეს, სწავლების ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძეს სწავლების მიმდინარეობა და მიზნები გააცნო.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ეგრეისი 2019“ JCTS-ის სიმულაციური სისტემების გამოყენებით მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული II ქვეითი ბრიგადა, მე-6 საარტილერიო ბრიგადა და შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი დასავლეთ რეგიონში განთავსებული სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.