დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
17-04-2019, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიდევ ერთი საქალაქო მნიშვნელობის პარკის პროექტირება დასრულდა და უახლოეს მომავალში ტენდერი პარკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.

 


დიღმის ჭალებში მდინარე მტკვრის სანაპიროზე მისასვლელი სასეირნო ბილიკები მოეწყობა. ამ მხრივ, ეს ტერიტორია უნიკალური იქნება, რადგან თბილისში სხვაგან მდინარე მტკვრის სანაპიროზე სეირნობა შესაძლებელი არაა, შესაბამისად, დიღმის ჭალების პარკი იქნება პირველი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც აღადგენს ადამიანების კავშირს მდინარესთან.

 

 

 


გათვალისწინებულია ჭალის კუნძულზე საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც დააკავშირებს პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან. თუმცა, უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა კუნძულის პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს.

მთლიანად პარკი დაგეგმარებულია „მწვანე არქიტექტურის“ პრინციპების შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც, ასაშენებელი შენობა და კონსტრუქციები მაქსიმალურად იქნება შერწყმული ბუნებასთან და ლანდშაფტთან. ორიგინალური დიზაინის და არქიტექტურული გადაწყვეტის მეშვეობით, პარკის პროექტის უმეტესი ნაწილი მწვანე სივრცეებს დაეთმობა. მოეწყობა, როგორც ღია დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილები, ასევე, ხეებით ხშირად დაფარული მწვანე სივრცეები.

 

 

 


დიღმის ჭალების პარკის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ფუნქციურ ზონას, მათ შორის, ბავშვების გასართობ, სპორტულ, სკეიდბორდის და ამფითეატრისათვის გამოყოფილ ტერიტორიებს. პარკში განთავსებული იქნება მრავალფუნქციური შენობა, რომლის ქვედა დონის სივრცე გამოყენებული იქნება მედიათეკად და კვების ობიექტის განსათავსებლად, ხოლო ზედა დონეზე კი განთავსდება ამფითეატრი, რომელიც ერწყმება გარშემო არსებულ ლანდშაფტს.

 

 

 


პარკის ცენტრალურ ნაწილში გაკეთდება ხელოვნური ტბა, რომელშიც წყალი მდინარე მტკვრისგან აიღება და შემდგომ გამოიყენება პარკის სარწყავი სისტემისათვის, რაც დამატებით დაზოგავს მორწყვისათვის საჭირო ენერგო რესურსსა და ფინანსებს.

 

 

 


ასევე, ტერიტორიის დენდროლოგიაც განახლდება. სრულად შენარჩუნდება ადგილზე არსებული ჯანსაღი ხეები, ხოლო დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად, ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი სახეობების ახალი ნერგები დაირგვება. სულ, დიღმის ჭალების საქალაქო პარკში 750 ახალი დიდი ზომის ხე დაირგვება. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე არსებული ტყე უცვლელად შენარჩუნდება.

 

 

 


პარკის პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა ინკლუზიურობა და მასზე თანაბარი წვდომა ყველა ვიზიტორისათვის, შესაბამისად, ყველა ზონა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

 

 

 


პარკის მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიური მასალები, როგორიცაა ხე, ქვა და მეტალი. საფეხმავლო ბილიკებზე დაიგება ასფალტი, რომელიც გარშემო მწვანე სივრცესთან ინტეგრირებული იქნება.

 

 

 


პარკის ცენტრალური შემოსასვლელი მოეწყობა ჯორჯ ბალანჩინისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთის ადგილას, სადაც დაგეგმილია საპარკინგე სივრცის, შემოსასვლელი როტონდისა და პორტალის განთავსება. პარკში მოხვედრა, ასევე, შესაძლებელი იქნება საფეხმავლო ხიდით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან კუნძულის გავლით, რაც ამ სივრცეს ხელმისაწვდომს გახდის პარკის მეორე ნაპირას მცხოვრები მოსახლეობისათვის.

 

 

 


დიღმის ჭალების პარკის მშენებლობა ორ წელიწადზეა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, ხოლო პარკის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

 


ინფორმციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი