თბილისის „მეტროპოლიტენის“ ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
17-04-2019, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს.

 

 

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს“, განაცხადა მერმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი