ნიკა მელია: ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად... პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება
17-04-2019, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება იმიტომ, რომ ხალხს კატეგორიულად აღარ უნდა. ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას.

 

 

„ნერვიულობენ, ისევე ნერვიულობენ, როგორც ნერვიულობდა - მე არ მახასიათებს, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ ვიყო გულწრფელი - ისევე ნერვიულობენ, როგორც ნერვიულობდნენ 2012 წელს რიგი „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი თანამდებობის პირები და არც მაღალი, საშუალო დონის. მათ შინაგანად უკვე იცოდნენ, რომ შეიძლება წაეგოთ და სისულელე აკეთეს სისულელეზე და ჯამში რა მოხდა, ჩემზე კარგად იცით. ახლა იგივე ვითარებაა. მათ გგონიათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ ხალხს „ქართული ოცნება“ აღარ უნდა? და ჭიმავენ და ჭიმავენ ამ ზამბარას, მაგრამ ჭიმავენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და ამას ისეთი უკუგება ექნება, ისეთი ალიყური ექნება, გეუბნებით, ვეღარავინ ვეღარ გაუძლებს. არ მინდა-მეთქი, რომ გაეკიდოს ხალხი ამათ. არაფერი მაინც და მაინც კარგი არ მოაქვს როდესაც ხელისუფლება იცვლება რევოლუციური სცენარით, არ მოაქვს. რაღაცა არის შანსი რომ მოიტანოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კვლავ სხვა პრობლემების, გვერდითი პრობლემების წინაშე ვდგებით.

 

 

ამიტომ მოდით რაა, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ: ვიღაცა დიასამიძე არის სამხარეო პოლიციის უფროსი სამეგრელოში, თავიდან ბოლომდე არის ჩართული ამ არჩევნებში; ვიღაცა ჯიქია არის, გუბერნატორი ჰყავთ იქ, გვარი აღარ მახსოვს, იმის მოადგილეა, ის არის ჩართული; კაკავა არის ვიღაცა გახარიას მოადგილე, კაკავა, წარმოშობით მე მგონი იქიდან არის, ზუგდიდიდან, თხემით ტერფამდე პოლიციელები არიან ჩართულები. ვერ დაინახეთ ნარაზენში ტელეფონით სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე თავის პოლიციელებს რა მესიჯებს უგზავნიდა? პოლიციელები დასდევენ ახლა და ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს ხალხო, როგორ მთავრდება. თქვენ არ გაქვთ ნანახი? რატომ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი გადარჩება. პირდაპირ გეტყვით, ვერ გადარჩება. ვერ გადარჩება იმიტომ, რომ ხალხს აღარ უნდა, აღარ უნდა, კატეგორიულად აღარ უნდა. ხალხმა გადაწყვიტა, ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად თქვენი, ემზადება, სამზადისი მიდის უკვე“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი