ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ იშლება... გახარია, კალაძე და ღარიბაშვილი ერთმანეთს იმდენად ვერ იტანს, რამდენადაც ბევრს არ წარმოუდგენია“
17-04-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ანაცვლებს. არა. უბრალოდ, იშლებიან. არც თუ ისე ცოტა აქტივისტი აპირებს პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებას და „დაიცავი საქართველოსთან“ გადაბარგებას, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას.

 


„მცდარია თავშივე ის მოსაზრება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ანაცვლებს. მცდარია, ხალხო. ამით რისი თქმა გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები არის იმდენად მძლავრი, რომ მას აქვს უნარი და ენერგია შემორჩენილი, რომ რაღაცები გადაათამაშოს? არა, უბრალოდ, იშლებიან ხალხნო, ი-შლე-ბი-ან!!! ხშირ შემთხვევაში ეს არის ბიზნესინტერესები, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია რიგ „ქართული ოცნების“ ცნობად ე.წ. სახეებში, მაღალჩინოსნებში. გახარია, კალაძე და ღარიბაშვილი ერთმანეთს იმდენად ვერ იტანს, იმდენად ვერ იტანს, რამდენადაც ბევრს არ წარმოუდგენია.

 


ბესელია... ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ეკა ბესელია მჯდარიყო წყნარად კაბინეტში, აძლევდა ვიცე-სპიკერის თანამდებობას და ეუბნებოდა, შედი და ჩუმად იყავიო. ახლა, რა მიზეზით, როგორ, რაღა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალმა იყვირა და დაუპირისპირდა, მერე მოხდა ის, რაც მოხდა, მანამდე ბატონმა ჭიჭინაძემ, ხომ? ი-შლე-ბი-ან ხალხნო!!!

 


რატომ გამოვიდა ბატონი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე და ერთ-ერთ მთავარ თემად რა აქცია?. აი, თქვენო, ფილარმონიაში რომ შეიკრიბეთო, 3 პროცენტზე მეტს ვერ აიღებთო და ვერც გადალახავთო. რატომ? ისმის კითხვა. ვინიდან და რადგანაც კობახიძემ და არა მარტო მან, მშვენივრად იცის განწყობები პარტია „ქართულ ოცნებაში“, რომ არც თუ ისე ცოტა აქტივისტი აპირებს პარტიის დატოვებას და მათ შორის გადაბარგებას ამათთან და ახლა უნდათ რომ გააშავონ მაქსიმალურად და უთხრან, რომ ისინი არიან წყალწაღებულები, უპერსპექტივონი და მათთან მეგობრობა არის განწირული მარცხისთვის“, აღნიშნა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი