აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს, აცხადებს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
ბესელიას თქმით, კობახიძე, რომელმაც მისგან დღეს თქვენობით მიმართვა მოითხოვა და პლენარულ სხდომაზე მიკროფონი გაუთიშა, სხდომის წამყვანია და არა უფროსი.
„ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი.
ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება.
ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ - იმპიჩმენტის წესი", უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.