ესტონეთში კარგად აპრობირებული, ინტერაქტიული სწავლების მეთოდი საქართველოს 200-მდე სკოლაში წლის ბოლომდე დაინერგება - მარიამ ჯაში
17-04-2019, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე სკოლას ეწვია სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების სამწლიანი პარტნიორობის საპილოტე პროგრამა ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს განათლების სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების შექმნას, რაც ითვალისწინებს ბავშვებისთვის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ბავშვები ინოვაციური მეთოდოლოგიით - თამაშისა და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლობენ, რაც პროცესს უფრო სახალისოს ხდის.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან და ესტონეთის ელჩთან ერთად დაესწრო ინოვაციური მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილს.

 

 

„150-ე სკოლაში ინერგება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავს უფრო მეტად საინტერესო ტექნოლოგიების გამოყენებას, რომ სკოლებში ბავშვები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. ძალზედ საინტერესო ინიციატივაა ის, რომ აღნიშნული პრაქტიკა უკვე 50 სკოლაში ვრცელდება და ვფიქრობ წლის ბოლომდე 200-მდე სკოლა იქნება ჩართული. დღეს, ვიყავით მომსწრე გაკვეთილის, რომელიც ძალიან საინტერესოა ბავშვთა ჩართულობის თვალსაზრისით.

 


პრაქტიკულად თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა თანაბრად მონაწილეობის საშუალება სასწავლო პროცესში, რაც მათი ჩართულობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ინტერაქტიული სწავლების მეთოდი არის ის წარმატებული პრაქტიკა, რომელიც ესტონეთში წლებია უკვე ინერგება და სწორედ დღეისათვის საქართველოში უკვე ჩვენ ვიწყებთ ესტონეთში კარგად აპრობირებული მეთოდის დანერგვას უკვე საქართველოს კონტექსტში“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი