ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ხორხელის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ახლადდაგებული გზის შესახებ. მოსახლეობამ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ მოასფალტდა სოფელ ხორხელამდე მისასვლელი 3 551 მეტრის სიგრძის გზა, რომელზეც გადაადგილება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.