"მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ" - სოზარ სუბარი ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებს პასუხობს
31-07-2015, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრმა ბრიფინგი ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში განთავსებულ პირთა საპროტესტო აქციის პარალელურად გამართა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა სამინისტროს 2014 წელს გადაეცა, რათა იქ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მოხდეს. მინისტრის თქმით, 160 დევნილი ოჯახი უმძიმეს პირობებში, ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. სოზარ სუბარმა დასძინა, რომ სამინისტრო ვერ ახერხებს მათ გადაყვანას ისნის ჰოსპიტალში იმის გამო, რომ იქ მყოფი პირები ამის საშუალებას არ აძლევენ.


"თავის დროზე ეს შენობა არ დაცალეს, პოლიტიკურმა ძალებმა მას ხელი შეუშალეს, იქ იყო ხანძარი და უდანაშაულო ბავშვი შეეწირა. მერია მზად არის სოციალურად დაუცველი თბილისელები ქირით გაიყვანონ, ვიდრე  მუდმივი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისივე განცხადებით, ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან მათ 140 დევნილი ოჯახი ქირით გაიყვანეს, თუმცა დღეისთვის სამინისტრო მხოლოდ 80-მდე ოჯახს უხდის ქირას. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამის მიზეზი აღმოჩნდა აღნიშნული ოჯახებისათვის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ქონება. მინისტრის განცხადებით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 25 000 ლარი ისნის ჰოსპიტალიდან გაყვანილი 80 ოჯახის ქირისთვის იხარჯება. სუბარმა ასევე დასძინა, რომ მერია იმ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი გააჩნიათ და თბილისში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ბინის მიღება შეძლონ, არ დაეხმარება.


"რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მისივე განცხადებით, ცდილობდნენ თბილად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გაეყვანათ შენობიდან იქ დარჩენილი პირები, თუმცა ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად. მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა შენობაში მყოფი პირებისაგან, დაცალონ ფართები.


სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მყოფი პირები იმყოფებიან. ისმოდა შეძახილები: "გამოდი, სოზარ". აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი