ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
კონტროლზეა აყვანილი წინა სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების საკითხი.
საუბარი ასევე შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ყოფით პრობლემებსა და პრიორიტეტულ საკითხებს.
მერის განცხადებით, თითოეული პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია მერის წარმომადგენლების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა და შესრულების ხარისხის უმკაცრესი კონტროლი.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.