ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში კომპოზიტორთან ერთად, პოპულარული საესტრადო მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, მსახიობი ვლადიმერ ხელაშვილი და ცნობილი პოეტი მანანა დანგაძე მონაწილეობდნენ.
კომპოზიტორის საიუბილეო შემოქმედებით კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ასევ კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველასათვის საყვარელი მელოდიების ავტორმა, თავად შეასრულა სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან.
კონცერტი მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.
„სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ _ ასე ქვია ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს გამართავს.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.