საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს განხილვას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს
31-07-2015, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრებას და ამ მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს.


"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობას უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.


როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა პარლამენტი ისვენებს და კანონით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ აქვთ, განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.


"არდადეგების პერიოდია და რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ გვაქვს. ვფიქრობ, საკითხის განხილვა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას დაიწყება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი