თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.
პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალს ტრენინგამდეც ჰქონდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილება, შესაბამისად, სწავლება საკმაოდ ეფექტურად წარიმართა.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბაგა-ბაღების ბაზაზე.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ჩვენი მიზანია სწორედ გამოცდილ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად დავძლიოთ ეს ამოცანა და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა ადრეული ჩარევითაა შესაძლებელი და ეს სწორედ სკოლამდელი ასაკის პერიოდია. ამიტომ, ჩვენ არ ვზოგავთ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი პერსონალის ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობის სათანადო განვითარებისათვის,“განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.