29 ადამიანი დაიღუპა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მას შემდეგ, რაც გერმანელი ტურისტებით სავსე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა
18-04-2019, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 27-მა სხვამ დაზიანებები მიიღო პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე მას შემდეგ, რაც ავტობუსი, რომელსაც გერმანელი ტურისტები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

 


პორტუგალიური მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ კანიკოში ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მოხდა. მძღოლმა გზაჯვარედინზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და საბოლოოდ ავტობუსი სახლის სახურავს დაეცა.

 


ქალაქ კანიკოს მერმა განაცხადა, რომ ავტობუსში მყოფი ყველა ტურისტი გერმანელი იყო, მაგრამ დაღუპულთა შორის შესაძლოა რამდენიმე ადგილობრივიც იყოს. მერის განცხადებით, დაღუპულთაგან 11 მამაკაცია და 17 ქალი. ავტობუსში მძღოლის და ტურის გიდის გარდა 55 მგზავრი იმყოფებოდა.

 


მადეირას რეგიონული მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა პედრო კალადომ განაცხადა, რომ ავტობუსი უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდა და ამგვარად, „ნაადრევია საუბარი ავარიის მიზეზზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი