თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინგლისელ და ლატვიელ სტუმრებს უმასპინძლა.
„van der Steina და John Bell-ი საქართველოზე საიმიჯო კლიპს იღებენ და ასევე ამზადებენ სტატიას, რომელშიც ქვეყნის ისტორიასა და კულტურასთან ერთად გაშუქდება ქართული და მათ შორის, იმერული კულინარია.
ბონდო სოფრომაძე სტუმრებს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ ესაუბრა, კითხვებს უპასუხა და სამახსოვროდ თერჯოლის ტურისტული გზამკვლევი გადასცა.
სტუმრების კითხვაზე, დაასახელეთ სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოს მუნიციპალიტეტს ტურისტი, ბონდო სოფრომაძემ უპასუხა: მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, იმერული სტუმართმოყვარეობა და უძველესი ტრადიციებით დამზადებული ქვევრის ღვინო.
სტუმრებს, რომლებიც თერჯოლას ტურიზმის განყოფილების ჩართულობით ესტუმრნენ, სოფელ გოგნში ომარ ჭანტურიძის ოჯახში უმასპინძლეს, სადაც დააგემოვნეს ჭურის ღვინო, ქართული ტრადიციული სუფრა და გადაიღეს კადრები ფილმისათვის", აღნიშნულია თერჯოლის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.