ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „მომავლის სახლში“ დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18-04-2019, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „მომავლის სახლში“ დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, თვითმმართველობის თანამშრომლები, ახალქალაქის სომხური სამოციქულო ტაძრის მღვდელი ჰოვიკ ტერ- ნარეკ, სულიერი მოღვაწე ტიგრანიანი, მიწვეული სტუმრები.

 


ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. წარმოდგენლი იყო ქართული და სომხური სიმღერები და ცეკვები. გამომსვლელებმა ქართული ენის წარმოშობის, მისი წარსულისა და განვითარების შესახებ ისაუბრეს.

 


ღონისძიების მონაწილეებმა სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჯავახეთის სომხებს, მშობლიური სომხური ენის მსგავსად უყვართ საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული.

 


მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა დამსწრე საზოგადოებას უთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა და მადლობა გადაუხადა „მომავლის სახლს“ და მის კოლექტივს ღონისძიების გამართვისთვის.

 


ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი