უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციას „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მართავენ.
ცოტა ხნის წინ უზენაეს სასამარლოსთან აქციაზე ერთი პირი - გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს.
დავითაიას დაკავება მოჰყვა იმ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც ჟურნალისტის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, მისი მისამართით შეკითხვის დასმამ გამოიწვია.
დავითაიამ შავგულიძეს მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით, რამაც აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.