ნინო ბურჯანაძე: ქვეყანა აუცილებლად დესტაბილიზაციის გზით წავა, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო
18-04-2019, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილიზაციის გზით წავა და ამაზე პასუხისმგებელი პირადად ივანიშვილი იქნება, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

 

პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრების შეფასებას გამოეხმაურა, რომ ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი იგნორი, ხელისუფლებას ცუდ დასასრულს უქადის.

 

 

„ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება. დღეს ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. საშინაო საქმეში, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ვენეციის კომისია, ეუთო და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები, მოწოდებული არიან იმისათვის, რომ ქვეყანას მიუთითონ, რომ ის დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევას იწყებს. ამ ღირებულებებს ჩვენ დიდი ხანია გადაუხვიეთ, რაც გამოიხატება სასამართლო პროცესებში, რაც გამოიხატება არჩევნების აბსოლუტურ გაყალბებაში და მანიპულურებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ნუ უკეთებთ იგნორირებას საერთაშორისო ინსტიტუტებს, როდესაც ქვეყანა არ ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს, ის თავად ირჩევს გზას არა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნის შექმნისკენ, არამედ ოლიგარქის მმართველობისკენ“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ემზადება ყრილობისთვის და გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

 

 

„პარტიამ უკვე დაიწყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდეს სამართლიან გარემოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დესტაბილიზაციის გზაზე დადგება“, აღნიშნა ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი