ნიკა მელია: პრემიერ მინისტრის პოსტიდან გაგდებულ, კორუფციაში მხილებულ ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წელს კვლავ პოლიტიკურ კაპიტალად რომ წარმომიდგენ შენი პარტიისას, ნორმალური ხარ?!
18-04-2019, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან „გაგდებული“, „კორუფციაში მხილებული“ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აცხადებს, რომ ნორმალური არ არის, „ასეთი უღირებულებო და ფასეულობებისგან დაცლილი ადამიანის“ „პოლიტიკურ კაპიტალად“ წარმოჩენა.

 

 

„2019 წელს პოლიტიკურ კაპიტალად მე რომ კვლავ წარმომიდგენ შენი პარტიისას, ირაკლი ღარიბაშვილს, ნორმალური ხარ? ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანი, რომელმაც მთელ ქვეყნაში დაარიგა საახალწლო მისალოცი ბარათები და ულოცავდა - გილოცავთ ახალ წელს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მომდევნო დღეს, რომ ამოარტყა ბიძინა ივანიშვილმა ფეხსაცმელი და გააგდო სახლში, ასეთი უღირებულებო და ფასეულობებისგან დაცლილი ადამიანი, ნორმალურია? ჯერ ერთი, ვინმე თუ კორუმპირებული იყო, ეს თავისი კახური კლანი იყო. წყლის კომპანიაში რომ დაიკარგა 4 მილიონი, არ გახსოვთ? რა გვარი იყო, საგამოძიებო ის რომ ჰყავდა, ცოლის ნათესავი. კორუფციაში მხილებული ადამიანი იყო და დააბრუნა და ყელყელაობს“, განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.

 

კომენტარები: 1
#1   ბექა
      
ნიკანორაუდღეურო,რამდენი მუშტი და ქიმუნჯი მოგხვდა მაგ დუპლეტ გოგრაში და მაინც რომ არ ოკდები,შენ ნორმალური ხარ?!
წადით რა,გაიარგამაიარეთ შენ და მამაშენმა!
ბიჯოს!
არ წაჭამა ერთი ადგილი ''ოცნებას''?!
18 აპრილი 2019 08:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი