პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია და სხვა არაფერი, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას.
"ჯერ პარლამენტის მიერ კანონპროექტი მიღებული არ იყო და იძახდნენ, ვეტოს ვადებთო. მერე პროექტი მივიღეთ, გამოვიდა გიორგი აბაშიშვილი და თქვა: ამას ვეტო დაედებაო. მიიწვიეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არაპროფილური ორგანიზაციებია და განხილვის პროცესში ჩართული არ იყვნენ. ისიც მინდა გითხრათ, რომ გიორგი აბაშიშვილი კი არის პრეზიდენტის მრჩეველი, მაგრამ მან ამ მიმართულებით პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები არ უნდა აკეთოს. ეს არის ჩემი რჩევა მის მიმართ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.
დეპუტატის თქმით, ფინანსური ზედამხედველობის სამსახური როგორი პრინციპითაც არ უნდა არსებობდეს, მას აუცილებლად დამოუკიდებლობის მაღალი ხარიხსი უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ ზედამხედველობის სამსახურს დამოუკიდებლობის ხარისხი შევუნარჩუნეთ და უფრო მაღლა ავწიეთ იმით, რომ საზედამხედველო საბჭოს წევრები გარკვეული ვადით პარლამენტის მიერ ინიშნებიან, რაც მათი მუშაობის და გამოცდილების სტაბილურობას უწყობს ხელს. ამასთან, ზედამხედველობის სამსახური რჩება ეროვნული ბანკის ერთიან სისტემაში", - აცხადებს ტყემალაძე.
კითხვაზე, რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის ყოფნა, დადგებოდა თუ არ დღის წესრიგში საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გასვლის საკითხი, ტყემალაძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი შეიძლება არ დამდგარიყო.
"პირდაპირ გეტყვით – ეს საკითხი შეიძლება არ დამდგარიყო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. თავად გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებული არა ერთი პოლიტიკური განცხადება და ლარის კურსის ასეთი მერყევობა, სავარაუდო სპეკულაციური ნიშნების გაჩენა, გარკვეული გაუმჭვირვალობა და ნდობის ხარისხის დაცემა - ეს იყო საფუძველი იმისა, რამაც ჩვენს კოლეგებს აფიქრებინა, ხომ არ იქნებოდა უკეთესი, სამსახური ცალკე ყოფილიყო - დამოუკიდებელი ფუნქციების მატარებელი ეროვნული ბანკის ერთიან სისტემაში", - აღნიშნა ტყემალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.