ახმეტის კულტურის სახლში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თერთმეტი გუნდიდან შეირჩნენ საუკეთესო მოსწავლეები და ჩამოყალიბდა ერთი გუნდი - „ეიფორია", რომლის კაპიტანიც მალხაზ მელქუაშვილია.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
გუნდი ,,ეიფორია" ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს მან-სან-კანის რეგიონალურ კონკურსზე.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.