ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მოლაპარაკებებიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოცილება მოითხოვა
18-04-2019, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მოლაპარაკებებიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოცილება მოითხოვა, ბრალი დასდო რა მას „სისულელეების ლაპარაკსა“ და „უგუნურებაში“.

 


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები „საშინელი“ იქნება, თუკი მასში პომპეო ჩაერთვება. ფხენიანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში მის ნაცვლად ვინმე „უფრო ფრთხილი“ პირის ჩართვას ითხოვს.

 


ფხენიანში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი „ტაქტიკური იარაღი“ გამოსცადა. აღნიშნული გამოცდა თებერვალში ჰანოიში კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პირველად მოხდა.

 


პომპეო ჩრდილოეთ კორეას გასულ წელს ოთხჯერ სტუმრობდა, მათ შორის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების გასამართად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი