ონის მუნიციპალიტეტის მერიაში GIZ- ის მოწვეული ექსპერტის ნინო ლოლაძის და მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლობით საჯარო სკოლის უფროსკლასელებისათვის ტრენინგი „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები.
• ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები.
• ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობის ფორმები და მექანიზმები.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობა და მისგან მიღებული სარგებელი.
პროექტის განმახორციელებელია GIZ( გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) - სამხრეთ კავკასიის თვითმმართველობის პროგრამა;
დონორი: გერმანიის ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდობისთვის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გადაცემას, რომ მომავალში მათ შეძლონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართვა.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვა მათი პრიორიტეტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.