სვავის გეგმა არის „საქართველო ქართველების გარეშე", ჩვენი ამოცანაა „საქართველო ქართველებით და ე.ი ივანიშვილის გარეშე", წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, მეტი ქართველი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გადიოდა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კი, ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა.
„ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა.
როგორც კი, ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთ - ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა, ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.