ნუკრი ქანთარია გიორგი ქობულიას გადადგომაზე: ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება
19-04-2019, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „ავლით ასეთი რამეები არ ხდება".

 

 

ქანთარია ამბობს, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში დროის მოთხოვნაა და აღნიშნული ცვლილებების დაწყებას მიესალმება.

 


„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ, ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები....

 

 

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება", განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი