სალომე სამადაშვილი: როგორც ჩანს, გიორგი ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს
19-04-2019, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გადადგომას ეხმაურებიან.

 


სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ქობულიას „წასვლა" ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.

 

 

„დღევანდელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირების, ქობულია იქნება თუ სხვა, დანიშვნა ან გადაყენება თანამდებობიდან იმის მიხედვით კი არ ხდება რეალურად მათ რა დამსახურება აქვთ ან ვერ გააკეთეს საქმის თვალსაზრისით, არამედ ეს არის მუდმივად კულუარული, ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის კლანის და დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება, იქ გაჩენილი კონფლიქტები და ა.შ. ამიტომ, ქობულიას წასვლაც თანამდებობიდან, უკავშირდება შიდა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, გავლენისთვის ბრძოლაში. როგორც ჩანს, ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს", უთხრა სამადაშვილმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი