ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ანი მოსოიანის თავმჯდომარეობით, სამუშაო ჯგუფის წევრების (არტავაზდ ტონოიანი, ანდრანიკ ხაჩატრიანი, სამველ არზუმანიანი, საიათ მკოიანი, რუბენ ღაზარიანი) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნინოწმინიდის მერიის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა 2020-2023წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას უკავშირდება.პრიორიტეტულობის, ხელმისაწვდომობისა და ბიუჯეტის თვალსაზრისით განხილვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, ნორიკ სააკიანმა წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.