საქართველოს პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გადადგომის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ქვეყანას სჭირდება „სწრაფი გადაწყვეტილებები" ეკონომიკაში.
„გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას ნაცვლად, დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება.... ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოებისა და მეწარმეების ინტერესებს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავაც წარადგინა და აღნიშნა, რომ თურნავას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.