ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მოადგილე არტავაზდ ტონოიანი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - ეშტიის, თორიის, უჩმანის, ყაურმის მოსახლეობას შეხვდნენ და 2019 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. თავის მხრივ, მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და პრობლემები წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად არსებული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.