ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.