ოთხდღიანი საველე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „უჯარმა-2019“ დასახლებულ პუნქტ პალდოს მიმდებარედ დღეს დასრულდა. დასკვნით სწავლებას ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრნენ. სწავლების ხელმძღვანელისგან მათ პირადად მოისმინეს „უჯარმა 2019“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სწავლება დადებითად შეაფასეს.
ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული სწავლება საქართველოს მასშტაბით, პარალელურად, სამ ადგილას მიმდინარეობდა. მასში ეროვნული გვარდიის შტაბთან ერთად მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები მონაწილეობდა.
სწავლების მიზანი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების ჩატარება, საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთქმედების დახვეწა და სტრატეგიული მნიშვნელობის სახმელეთო მარშუტების დაცვის ამოცანის შესრულება იყო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.