საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პროცესის დაჩქარება სწორი არ იქნება.
ნინო ლომჯარიამ დღეს დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით მიმართა.
„მე ძალიან კარგად მესმის, თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მდგომარეობაა იქ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესაბამისობაში მოდის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ რეკომენდაციასთან, ყველა იმ ფუნდამენტურ რეკომენდაციასთან, რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები გვთავაზობენ", განაცხადა ომბუდსმენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.