„სად არის საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, სად ხარ ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქევ და ქვეყნის პრეზიდენტო ზურაბიშვილო, არჩევნების წინ რომ გვიმტკიცებდით მე ემიგრანტების პრეზიდენტი ვიქნებიო. სად იმალებით საკუთარი ჩრდილისგან დამფრთხალო საგარეო საქმეთა მინისტრო ზალკალიანო?“ - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მძიმე ცხოვრებას ასახავდა.
გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ რეაგირებისაკენ.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სირცხვილი და თავის მოჭრა. მაშინ, როდესაც ევროპაში საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს თუნდაც არალეგალებს ძალის გამოყენებით აწიოკებენ, „ქართული ოცნება“ - ეს წუპაკმაისტერების სექტა, დუმს. უფრომეტიც, თავიანთი ევროპული ვოიიაჟებს პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებას არწმუნებენ, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოყარონ ევროპის ქვეყნებიდან. ამ ფონზე სრული ცინიზმია ის განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ხელისუფლებამ გაკეთა, თითქოს ისინი მოამზადებენ ჩვენს მოაქალეებს და გაისტუმრებენ ევროპაში სამუშაოდ.
აბა თქვენ იცით, დაცალეთ საქართველო ქართველებისგან და გაახარეთ მტერი. მე მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, საფრანგეთში ჩვენს წარმომადგენლობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ. საქართველოდან გაუსაძლისი არაადამიანური ყოფის გამო აყრილ და ევროპაში იძულებით გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს თუნდაც არალეგალებს შვება სჭირდებათ“, აცხადებს გიგლა ბარამიძე, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.