თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დია სერვისი“ შეასრულებს და მასზე სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 237 430 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.