მოკლულია სულ მცირე 207 ადამიანი და 400-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებებისას
21-04-2019, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სულ მცირე 207 ადამიანია მოკლული და 400-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებებისას. მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის შესაძლოა უცხოელი ტურისტებიც იყვნენ.  

 

 

კოლომბოს ეროვნული საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში 45 ცხედარია, მათ შორის 9 უცხოელის. მან ასევე თქვა, რომ იქ დიდი რაოდენობით დაჭრილებიც იმყოფებიან.  

 

 

შრი ლანკას პრემიერ მინისტრი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.

 

 

BBC-ის ცნობით სულ 6 აფეთქება მოხდა, მათგან 3 ეკლესიებში, სააღდგომო წირვებისას, ხოლო სამი სხვა აფეთქება სასტუმროებში.

 

 

შრი ლანკას პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ ერს მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 


მან განაცხადა, რომ „უსაფრთხოების ძალების მთელი შემადგენლობაა“ განლაგებული ქვეყანაში, რათა მოსახლეობა შემდგომი თავდასხმებისგან იყოს დაცული. მან ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს ძიება იმის დასადგენად თუ ვინ განახორციელა სერიული აფეთქებები.

 

 

ყველა სამთავრობო სკოლა დაკეტილი იქნება 22 და 23 აპრილს, განაცხადა განათლების მინისტრმა აკილა ვირაჯ კარიავასამმა. 

 

 

40-ზე მეტი ადამიანი კოლომბოში, წმინდა ანტონის ეკლესიაში იქნა მოკლული. ტაძართან მყოფი BBC-ის სინჰალას სამსახურის ჟურნალისტი აზამ ამენი ყვება:

 


„არავინ მოელოდა ამას. ეს იყო მშვიდობიანი კვირა დილა - ყველა აღდგომის წირვაზე მიდიოდა და უეცრად ეს თავდასხმა. მე ვესაუბრე რამდენიმე მღვდელს, რომლებიც ეკლესიის შიგნით იმყოფებოდნენ და ისინი ნამდვილად შოკირებული არიან. ასევე შოკირებულია პოლიცია. ეს იყო კარგად დაგეგმილი, კარგად კოორდინირებული თავდასხმა“.

 

 

კოლომბოს არქიეპისკოპოსმა სულ ახლახან გაავრცელა განცხადება, რომ ეკლესიებზე მომხდარი თავდასხმების გამო საღამოს სააღდგომო წირვები გაუქმებულია. 

 

კომენტარები: 1
#1   Francisco
      
Wonderful web site. Plenty of useful info here. I'm sending
it to some buddies ans also sharing in delicious.
And naturally, thank you in your sweat!

Look into my site; Haley
5 ნოემბერი 2021 06:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი