პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.
პანკისი ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო აქციის რამდენიმე მონაწილემ და ასევე სამმა პოლიციელმა. დაშავებულ პანკისელებს დახმარება ადგილზე გაუწიეს, პოლიციელები კი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პოლიციელებს დაზიანებები სახისა და მუხლის არეში აღენიშნებათ.
ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.
„დავიხოცებით და არ ავაშენებინებთ ჰესებს“, განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალმა.
პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ. მან განაცხადა, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.
საბანაძემ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებები შესთავაზა.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს.
გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“, განაცხადა საბანაძემ.
ადგილობრივები საბანაძის წინადადებას დათანხმდნენ და მათი წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს თელავში მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.