პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის მორიგ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა მას შემდეგ, რაც თელავში მინისტრსა და პანკისელებს შორის შეხედრა უშედეგოდ დასრულდა.
„მუშაობის საშუალებას მომცემთ? სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ მუშაობა განაახლა, შემოჰყვა 35 პოლიციელი... ვერავინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ შეუზღუდავას არეალებს“, უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ და ადგილობრივებს მიმართა:
„ერთი რაღაც მითხარით, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ძმები ხომ ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება. ხომ მოვედი და გელაპარაკებით. დამატებითი ძალა პოლიცია იყო, პოლიციას, ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, ვილაპარაკოთ.
არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებები დარღვეს, მით უმეტეს, არც თქვენი და არც ფორმიანი ადამიანების და არც კიდე მშენებელი ადამიანების. ამაზე უნდა ვილაპრაკოთ და "მასკები" უნდა მოვიხსნათ, ისე არ შეიძლება“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მანამდე თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა დატოვეს აქციის მონაწილეებმა. პანკისელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორგი დაპირისპირება მოხდა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.
აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დაზიანებულია პოლიციის რამდეიმე სატრანსპორტო საშუალება. ცეცხლი უკიდია ტრაქტორს, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე დღეს დილით გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა.
ამ დროისთვის პანკისის ხეობაში მდგომარეობა განმუხტულია. ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.