გიორგი გახარიამ პანკისელებს უთხრა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს
21-04-2019, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჰესის თემა გადავდეთ. ჩვენ შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე. ჰესს 90% მოსახლეობა რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშედება მარტო. მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულარ. მე მოვედი იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს“, უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის მოსახლეობას.

 

 

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ.

 

 

„რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას. ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად რთულიც, მიღწევადიც და პრაგმატულიც. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხიმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი